გამგებელმა თანამშრომელ ქალბატონებს დამდეგი 8 მარტი მიულოცა
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, მოადგილეებთან, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევთან და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ამირან გიორგაძესთან ერთად თვითმმართველობის თანამშრომელ ქალბატონებს, 8 მარტი წინასწარ პირადად მიულოცა და მათ სიმბოლურად თაიგულები და მისალოცი ბარათები გადასცა.

გამგებელმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ ქალბატონებს, გაწეული შრომისთვის და აღნიშნა, რომ მათი როლი უმნიშვნელოვანესია ადგლობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში.
„გულითადად გილოცავთ, ქალთა საერთაშორისო დღეს! გისურვებთ დღეგრძელობას, ბედნიერებას, სიხარულს, წინსვლას და წარმატებებს, როგორც პირად ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გისურვებთ, რომ სულ ასეთი გალაღებულები და ბედნიერები ყოფილიყავით.“–აღნიშნა გამგებელმა ქალბატონებთან შეხვედრისას.
როგორც გამგებელმა, ღონისძიებაზე განაცხადა გენდერული თვალსაზრისით თვითმმართველობაში დიდი ცვლილებებია, რომ წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია დასაქმებული ქალბატონების რიცხვი. ამჟამად გამგეობაში დასაქმებული ქალბატონების რაოდენობა 72, მამკაცების კი 136.
შეხვედრის ბოლოს გამგებელმა ყველა მოწევული ქალბატონი, ხვალ სარვამარტო ღონისძიებაზე დაპატიჟა, რომელიც სპეციალურად ქალბატონებისთვის გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ხვალ 15:00 საათზე, მარნეულში მცხოვრები ყველა ქალბატონი მიწვეულია, კულტურის სახლში, სადაც გამგეობისა და ა.ა.ი.პ "მარნეულის კულტურის ცენტრის" ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი – კულტურის სახლთან არსებული ბენდის მონაწილეობით.
გარდა ამისა, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით კულტურის სახლის ფოიეში გამოიფინება მოსწავლეთა მიერ შესრულებული თემატური ნახატები.
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარნეულელ ქალბატონებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ!