წინასარვამარტო შეხვედრა მარნეულელ ქალბატონებთან
დღეს, გამგეობაში, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ ქალბატონებთან.
დღეს, გამგეობაში, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ ქალბატონებთან.
მოწვეულ ქალბატონებს პირადად გამგებლმა მერაბ თოფჩიშვილმა უმასპინძლა. მათ დამდეგი 8 მარტი მიულოცა, პირადად გაეცნო ქალთა საჭიროებებს, მოუსმინა მათ თემში არსებულ პრობლემებს და მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
შეხვედრის ბოლოს გამგებელმა ყველა მოწევული ქალბატონი, ხვალ სარვამარტო ღონისძიებაზე დაპატიჟა, რომელიც სპეციალურად ქალბატონებისთვის გაიმართება. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მოწვეულ ქალბატონებს „ქალთა ოთახის“ სახელით სიმბოლური საჩუქარები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ 15:00 საათზე, მარნეულში მცხოვრები ყველა ქალბატონი მიწვეულია, კულტურის სახლში, სადაც გამგეობისა და ა.ა.ი.პ "მარნეულის კულტურის ცენტრის" ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი – კულტურის სახლთან არსებული ბენდის მონაწილეობით.
გარდა ამისა, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით კულტურის სახლის ფოიეში გამოიფინება მოსწავლეთა მიერ შესრულებული თემატური ნახატები.
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარნეულელ ქალბატონებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ!