განცხადება

განცხადება

02 მაი, 2024

პროექტის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება 2024 წლის 16 მაისს 14:00 საათზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მის: რუსთაველის ქ. N73). გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად ასევე განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.

                   

2024 წლის 20 მარტს შპს „ენერჯი სოლუშენს 2-მა“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა მარნეულის მუნიციპალიტეტში, იაღლუჯას მიმდებარედ 50 მგვტ დადგმული სიმძლავრის მზის ელ. სადგურისა და 110 კლვტ-იანი ძაბვის ეგხ-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადება. გზშ-ის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - ei.gov.ge

ვინაიდან ,,უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 აპრილის N153 დადგენილების საფუძველზე, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი ქვეყანაში გამოცხადებულია უქმე დღეებად, ამიტომ დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მითითებული ვადის (2024 წლის 27 მაისის ჩათვლით) ნაცვლად 2024 წლის 30 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნული პროექტის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება 2024 წლის 16 მაისს 14:00 საათზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მის: რუსთაველის ქ. N73). გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად ასევე განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.

სხვა განცხადება