განცხადება

მარნეულის მუნიციპალიტეტში მორიგი უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

02 დეკ, 2016

3 და 4 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

 

 

 


3 და 4 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
3 დეკემბერს სოფელ კაჩაგანის ამბულატორიის შენობაში, კლინიკა „ლანცეტი“ ჩაატარებს, სოფელ კაჩაგანისა და სოფელ კასუმლოს მოსახლეობისთვის,  უფასო სამედიცინო გამოკვლევა - კონსულტაციებს.
4 დეკემბერს ქალაქ მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის შენობაში, „კლინიკა ვაკეში“ ჩაატარებს, ქალაქ მარნეულის, სოფელ ყიზილაჯლოს, სოფელ წერეთლის, სოფელ თამარისის მოსახლეობისთვის,  უფასო სამედიცინო გამოკვლევა - კონსულტაციებს.
აქციის ფარგლებში 11 საათიდან მთელი დღის განმავლობაში, უფასო კონსულტაციებს და კვლევებს ჩატარებენ შემდეგი მიმართულების სპეციალისტები: თერაპევტი, კარდიოლოგი (კარდიოგრაფიის აპარატით), ოფთალმოლოგი, ქირურგი, მეან-გინეკოლოგი, ნევროპათოლოგი, ანგიოლოგი, უროლოგი, მამოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ინვიტრო განაყოფიერების, ტრავმატოლოგი, ენდოკრინოლოგი და ექოსკოპისტი.


სხვა განცხადება