განცხადება
გზშ-ის მომზადების პირველ ეტაპს წარმოადგენს სკოპინგის ანგარიში (პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და აღნიშნული ინფორმაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს), რომლის საჯარო განხილვა გაიმართება 2023 წლის 21 აგვისტოს 14 საათზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ ნავთობის და გაზის XI-H სალიცენზიო ბლოკზე (ტერიტორიულად მოიცავს გარდაბნის, მარნეულის, რუსთავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებს) სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის საფუძველზე ნავთობის და გაზის ოპერაციებს ახორციელებს უცხოური საწარმოს ფილიალი „Georgia Oil & Gas Limited-ის ფილიალი საქართველოში“, რომლის დაკვეთით კონსულტანტი კომპანია შპს „გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ცენტრი-ეკომეტრი“ ამზადებს ზემოაღნიშნული სალიცენზიო ბლოკის მომცველი ტერიტორიის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს“ (გზშ), რომელიც შეიცავს ნავთობისა და გაზის ოპერაციების შედეგად გარემოზე პოტენციური ზემოქმედების ანალიზს.
გზშ-ის მომზადების პირველ ეტაპს წარმოადგენს სკოპინგის ანგარიში (პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და აღნიშნული ინფორმაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს), რომლის საჯარო განხილვა გაიმართება 2023 წლის 21 აგვისტოს 14 საათზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სკოპინგის ანგარიში ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის. დოკუმენტის ელექტრონული ვერსია განთავსებულია ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე (ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო/State Agency of Oil and Gas), გარდაბნის (gardabani.gov.ge), საგარეჯოს (sagarejo.gov.ge), მარნეულისა (marneuli.gov.ge) და რუსთავის (rustavi.gov.ge) მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოსა (ქ.თბილისი, სანაპიროს ქ.№2) და ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტების მერიებში ხელმისაწვდომია სკოპინგის ანგარიშის ნაბეჭდი ეგზემპლარი.
საზოგადოებას უფლება აქვს სკოპინგის ანგარიშის განთავსებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით (წერილობით; საჯარო განხილვის დროს; ელექტრონული საშუალებით, თუ ის იძლევა ავტორისა და გამომგზავნის სარწმუნო იდენტიფიცირების საშუალებას).
საჯარო განხილვა ღიაა და საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მასში.