განცხადება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშს.
გაცნობებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშს:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში
დაგეგმილი საქმიანობის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი -- http://ei.gov.ge/ka/info/ce31e2ef-816e-44dc-9171-dd06a8f52db4
დაგეგმილი საქმიანობის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
2023 წლის 1 დეკემბერს 11:00 საათზე ქ. თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის შენობაში III სართულზე ოთახი N301-ში (მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N1)
2023 წლის 15 დეკემბერს 16:00 საათზე ონლაინ ფორმატში - https://moesd.webex.com/moesd/j.php?MTID=mad664b7274ac9e0a14aafd0023460814
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.