განცხადება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის შესახებ დამატებითი განცხადება.
გაცნობებთ, რომ 2024 წლის 22 მარტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის შესახებ დამატებითი განცხადება. სგშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/ce31e2ef-816e-44dc-9171-dd06a8f52db4
დაგეგმილი საქმიანობის სგშ ანგარიშის დამატებით განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 12 აპრილის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).