საბაჟო წესები და პროცედურები
განბაჟებისთვის საჭირო ყველანაირ პროცედურას და საბაჟოსთან ურთიერთობას
ახორციელებენ ჩვენი კომპანიის დეკლარანტები.
2022 წლის 14 მაისიდან კანონში შევიდა ცვლილება. კერძოდ შეიცვალა
საქართველოს მთავრობის №201 დადგენილება. ცვლილების მიხედვით საქართველოს მთავრობა
განბაჟების თანხის პარალელურად, აწესებს საქართველოს საბაჟოს მომსახურების გადასახადს
განსაბაჟებელ საქონელზე.
• 300-დან 3 000 ლარამდე
ღირებულების საქონელზე შემოსავლების
სამსახურში მომსახურების ანგარიშზე 707017021 გადასახდელია – 20 ლარი;
• 3000 -დან 10 000 ლარამდე
ღირებულების საქონელზე შემოსავლების
სამსახურში მომსახურების ანგარიშზე 707017021 გადასახდელია – 100 ლარი;
• 10 000 ლარიდან ზევით ღირებულების საქონელზე შემოსავლების სამსახურში მომსახურების ანგარიშზე
707017021 გადასახდელია – 300 ლარი;
აღნიშნული თანხის გადახდა მოხდება საქართველოს ხაზინის ანგარიშზე,
დეკლარაციის დაბეჭდვამდე და განბაჟების საფასურის გადახდამდე.
რა შემთხვევაში ექვემდებარება ამანათი განბაჟებას?
საქართველოს
კანონმდებლობით განბაჟებას ექვემდებარება 300 ლარზე მეტი ღირებულების, 30კგ-ზე
მეტი წონის ან ერთიდაიგივე დასახელების რამდენიმე საქონელი, ასევე დროის მცირე
მონაკვეთში რამდენიმე იმპორტის განხორიცლების შემთხვევაში.
რამდენია განბაჟების გადასახადი?
საბაჟო გადასახადი შეადგენს პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების
ჯამის 18%-ს.
გარკვეული პროდუქცია იბეგრება
დამატებით იმპორტის 5%-12% გადასახდაით (მაგალითად პლასტმასის ნაწარმი, საკვები დანამადი
და სხვა)
როგორია განბაჟების პროცედურა?
განსაბაჟებელი ამანათი საბაჟოდან გადაეცემა ფედექსის წარმომადგენლობას, მოთავსდება
საწყობში. დეკლარანტი უკავშრდება საკონტატქო ნომერზე იმპორტიორს და ხდება განბაჟების
პროცედურები, აუცილებელია წარადგინოთ დეკლარანტის მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტები
და გადარიცხვის ქვითრები . დეკლარაციის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ გაიტანოთ ოფისიდან
ან მომდევნო დღიდან ხდება მიწოდება მისამართზე.
განბაჟების თანხა, გადახდის ბოლო ვადა და საქართველოს ხაზინის საბანკო
რეკვიზიტები მითითებულია დეკლარაციაში და მისი გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერ ბანკში.
დეკლარაციის დაბეჭდვის / მომსახურების ღირებულება :
300
დან 10 000 ლარამდე
ტვირთის ღირებულების შემთხვევაში - 60 ლარი
10 000 დან ზევით ტვირთის ღირებულების შემთხვევაში
120 ლარი
ტვირთის
დასაწყობება საბაჟო ტერმინალში- 25 ლარი
როგორია დეკლარანტების სამუშაო საათები?
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 – 19:00 სთ
შაბათი/კვირა: არასამუშაო დღეები
გაითვალისწინეთ:
* შემოსავლების სამსახურის ახალი წესების მიხედვით დეკლარირებაში
ამანათის მიმღების მიერ არასწორად მითითებული ღირებულების შემთხვევაში გათვალისწინებულია
საჯარიმო სანქციები